საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის I სემესტრის ანგარიში
საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის I სემესტრის
ანგარიში
საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრა აერთიანებს
ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების საგნობრივ ჯგუფს, კათედრა შედგება
5 წევრისაგან. ა.თხილაიშვილი-ისტორია-20სთ, გ.მიქელაძე-ისტორია 10 სთ, ი.ვერულიძე-გეოგრაფია-15
სთ, ა.ტაკიძე-გეოგრაფია-2 სთ, ი.ანანიძე-სამოქალაქო განათლება-12 სთ, გ.ქათამაძე-არჩევითი-3სთ, ნ.თურმანიძე-არჩევითი-2სთ. მათ შორის სამი უფროსი
მასწავლებელი ( გ.მიქელაძე, ი.ანანიძე, ი.ვერულიძე), ხოლო ორმა მასწავლებელმა (ა.ტაკიძე
და ა.თხილაიშვილი) შეძლეს საგნობრივი კომპეტენციის დასადასტურებლად 7 ქულის აღება.
სასწავლო წლის მანძილზე კათედრის წევრები ახორციელებდნენ მუშაობას კათედრაზე სასწავლო
წლის დასაწყისში შედგენილი გეგმის მიხედვით.
კათედრაზე დაიგეგმა და ჩატარდა ღია გაკვეთილები,
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შემაჯამებელი სამუშაოები, კათედრის მასწავლებლები
პროფესიული დაოსტატების მიზნით ჩართული არიან პროფესიული განვითარების სქემაში, ესწრებიან
ტრენინგებს, სურთ, რომ დაადასტურონ პედაგოგიური კომპეტენცია. კათედრის ყველა წევრი
მუშაობს ე.ს.გ.-ის მიხედვით და მუდმივად ზრუნავს
სტანდარტების შესრულების მდგომარეობაზე, ცდილობს მოსწავლეები ჩართოს სხვადასხვა ტიპის კონკურსებში,
სასწავლო საგნობრივ ოლიმპიადებში.
I სემესტრში ჩატარდა .აჭარის
მე-4 რეგიონულ კონფერენციაზე ი.ანანიძის თემამ „ყველანი თანასწორნი ვართ“ მიიღო უმაღლესი
შეფასება და შესაბამისი სერთიფიკატით დაჯილდოვდა. მონაწილეობა მიიღეს მასწავლებელთა
სახლის მიერ გამოცხადებულ ტრენინგში „ევროპა ჩემს გაკვეთილზე“, მიიღეს შესაბამისი კრედიტ-ქულა.
მე-7 კლასში მასწავლებელმა აზა თხილაიშვილმა ჩაატარა გაკვეთილი თემაზე”გერმანია შტაუფენების დინასტიის მმართველობისას“.
გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა: გაკვეთილის
დასაწყისში მასწავლებელმა მოსწავლეებს დაურიგა ტექსტი, ტექსტის გაცნობის შემდეგ მოსწავლეები
მუშაობდნენ წყვილებში, პასუხობდნენ კითხვებს, მოაწყეს გასეირნება გალერეაში. გაკვეთილში აქტიურად იყო ჩართული მთელი კლასი.
მე-10 კლასში მასწავლებელმა ირმა ანანიძემ ჩაატარა
მოდელირებული გაკვეთილი თემაზე „შენ მეტი შეგიძლია“, დაამზადეს საარჩევნო ყუთი, საარჩევნო
ბუკლეტები, საარჩევნო ბიულეტენები და მონაწილეობა მიაღებინეს საბაზო-საშუალო საფეხური
მოსწავლეებს არჩევნების მსვლელობაში, მოსწავლეები იყვნენ ამომრჩევლებიც და შესაბამისად
კანდიდატებიც, ბოლოს მოხდა ბიულეტენების დათვლა და ვისაც უკეთესი პროგრამა ჰქონდა შესაბამისად
მისმა „პარტიამ“ გაიმარჯვა.
მე-7 კლასში მასწავლებელმა იზოლდა ვერულიძემ ჩაატარა
პროექტ-გაკვეთილი თემაზე: „ნარჩენების მართვა“, პროექტში ჩართული იყო დაწყებითისა და
საბაზო საფეხურის მოსწავლეები, გამოყენებული ჰქონდა სხვადასხვა აქტივობები, ითანამშრომლეს
ადგილობრივ თვითმმართველობასა და სხვადასხვა ორგანიზაციებთან, ხოლო ბოლოს მოაწყვეს
გამოფენა კონკურსი „მიანიჭე მეორე სიცოცხლე“, გამოვლინდა გამარჯვებული მოსწავლეები.
მე-10 კლასში მასწავლებელმა ირმა ანანიძემ ჩაატარა
პროექტ-გაკვეთილი „ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია სკოლაში“, პროექტში ჩაერთო საბაზო-საშუალო
საფეხურის მოსწავლეები, სპორტის მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია, ვაჟებში მოეწყო
შეჯიბრი მინი-ფეხბურთში, გამოვლინდა საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო მეკარე და საუკეთესო
ბომბარდირი, ხოლო პირველი ადგილი აიღო მე-12-ბ კლასმა, მათ გადაეცათ თასი და სიგელები,
ეს არ იყო ერთჯერადი პროექტი მეორე სემესტრისთვის შეჯიბრი მოეწყობა გოგონებში.
წლის მანძილზე
ჩატარდა ე.ს.გ. გათვალისწინებული შემაჯამებელი სამუშაოები, შემუშავდა კრიტერიუმები,
რომლის მიხედვითაც შეფასდა დავალებები და განხორციელდა ამ სამუშაოების ანალიზი. ჩატარებულმა
ანალიზმა ცხადყო ,რომ მოსწავლეებს უჭირთ ნასწავლი ენობრივი, გრამატიკული და ლექსიკური
კონსტრუქციების შესაბამის დავალებებში გამოყენება, საჭიროა მეტი მუშაობა, რათა მოხდეს
წერის კულტურის ამაღლება, წერითი მეტყველების უნარ-ჩვევების განვითარება.
პირველ სემესტრში ჩატარდა ე.ს.გ. გათვალისწინებული
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა, ოლომპიადაში მონაწილეობა მიიღო ისტორია 7მოსწავლე ზღვარი
გადალახა 4მოსწავლემ, გეოგრაფია 8მოსწავლე ზღვარი გადალახა 4მოსწავლემ თუმცა ვერ გადავიდნენ
მეორე ტურში.
მასწავლებელთა მუშაობის შედეგი შემდეგია.
ა. თხილაიშვილი-
ისტორია-156 მოსწავლე,მათ შორის 10 ქ-20; 9 ქ-14; 8ქ-15; 7ქ-16; 6ქ-26; 5ქ-35; შეუფასებელი
2
გ. მიქელაძე-ისტორია-68 მოსწავლე; 10ქ-8; 9ქ-8;
8ქ-12; 7ქ-18; 6ქ-10; 5ქ-5710; შეუფასებელი-3
ი.ვერულიძე-გეოგრაფია-140 მოსწავლე; 10ქ-9-; 9ქ-12;
8ქ-17; 7ქ-15; 6ქ-39; 5ქ-35; 4ქ-5; შეუფასებელი-2.
ი. ანანიძე-სამოქალაქო განათლება-110 მოსწავლე;
10ქ-10; 9ქ-11; 8ქ-6; 7ქ-14; 6ქ-30; 5ქ-46;შეუფასებელი 2.
ა.ტაკიძე-გეოგრაფია-32 მოსწავლე-10ქ-5;9ქ-2;8ქ-2;7ქ-3;6ქ-4;5ქ-15
გ.ქათამაძე-არჩევითი-51 მოსწავლე-10ქ-3, 9ქ-8,8ქ-12,7ქ-1,6ქ-13,5ქ10,5
შეუფასებელი თითოეული
ჩვენთაგანის დანიშნულება და მიზანია, რაც შეიძლება მეტი კარგი მოსწავლე გვყავდეს,
ამისთვის კი მეტი მუშაობა მოგვიწევს ახალი სასწავლო წლიდან, მოსწავლეთა
დაინტერესების, მათი მოტივაციის ამაღლების მიზნით.
წლის მანძილზე გაწეული მუშაობის შედეგებითა
და მასწავლებელზე დაკვირვებით თუ ვიმსჯელებთ, მოსწავლეებს უჭირთ ზეპირი მეტყველება,
ვერ ახერხებენ შემაჯამებელი სამუშაოების დროს გამოიყენონ მიღებული
ცოდნა შესაბამისად, რის შედეგადაც აქვთ დაბალი ქულები, საჭიროა ამ მიმართულებით მუშაობა,
მოსწავლეთა დაინტერესების გზების ძიება.
Комментарии
Отправить комментарий