აქტივობები
წმინდა გიორგის ხატება
ს ც ე ნ ა რ ი
-‘მე მინახავს ტურფა მხარე,ნათელი
და ცხოველი
სადაც მეფობს,სიყვარული
და სიკეთე ყოველი
ცა და მიწა ზეიმობენ მშვიდობას
და სიამეს
ვერ დაუდგამს ვერსად ფესვი
დავასა და სიავეს
კლდის ზეთავზე ძველი ციხე
იდგა გმირთა ნაგები
რომ დაეცვა საქართველოს
სილამაზე ნაქები
--მთელი საქართველო მშვენნიერ
წალკოტს წარმოადგენს. საქართველო- საოცრებათა
ქვეყანა,ცათასწორი კავკასიონის მწვერვალებით,მშვენიერი ხალხით, რომანტიკული ციხე-ბურჯრბითა
და ქალაქებით, იშვიათი ლეგენდებითა და მძლავრი
ისტორიული ტრადიციებით
-- ბრწყინვალე,საოცრად ბრწყინვალეა
ეს ქვეყანა, კურთხეული ,ის ემსგავსება უზარმაზარ სასმისს,რომელიც ბუნების გენების უტკბესი
ბადაგით აუვსიათ.საქართველო -მიწიერი სამოთხე,მაღალი კულტურის ქვეყანა
--საქრთველო?თეთრი მთების,ლურჯი
ზღვისა და ცხოველი მზის ქვეყანაა ,კეთილი და
გულითადი ხალხის სამშობლო. ეს საოცარი მხარე ,ზღაპრული მშვენიერებით ,სიკეთის სიბრძნის მძლავრი შემოქმედებითი შრომის ,სიხარულისა
და უკვდავების უშრეტი წყაროა
--სიმღერა საქართველოზე
--------იმ სამ სანუკვარ საუნჯეთაგან რომლებიც დაგვრჩა
მამაპაპათაგან ერთ- ერთი მნიშვნელოვანი სარწმუნოებაა.ჩვენ ,მარიამ ღვთისმშობლის წილმხვედრ
ქვეყანაში მცხოვრებთ,განსაკუთრებულად გვმართებს
მისი დაცვა და თაყვანისცემა ,მართლმადიდებრული სამყაროსთვის დღეს განსაკუთრებული დღეა
. 23 ნოემბერს მთელი ერი დღესასწაულობთ გიორგობას ,ხოტბას ვასხამთ ბნელეთის განმანათლებელს
--. წმინდა გიორგი-მოწამეთა
დიდებაა ,წმინდათა სიამაყე და ზეეცისადა ეკლესიის პატივია წმინდა
გიორგი როგორც ბრწყინვალე ვარსკვლავი უკუნეთ ღამეში ისე გამობრწყინდა და ზეციური საღმრთო
სიბრძნით განაქარვა კერპთმსახურების ,საცდური
და თავისი წამების ღვაწლით განანათლა ქრისტიანები,მან უარყო ყოველგვარი დიდება და პატივი
და უხრწნელი ცხოვრებისთვის განემზადა
-წმინდა გიორგის განსაკუთრებული თაყვანისცემას საქართველოში ჯერ კიდევი IV საუკუნის
დასაწყისში დაედო საფუძველი, ძველთაგანვე საქართველოს წმინდა გიორგის ქვეყანას, გეორგიას
ეძახდნენ.
‘წმინდაო გიორგი,დიდების მხედარო
ვუმზერ შენს ხატებს და სულ
მხნედ არე
შემუსრე უწმინდურ დრაკონთა
ორგია
იხსენ სამკვიდრო შენი გეორგია
დიდების უფალი მართალთა
მწედ არი
წმინდაო რაინდო , გველი
არ დაინდო
მოგვმადლე იმედი და უფლის სვე-ბედი
--გილოცავთ ყველას გიორგობის
მწყინვალე დღესასწაულს ამ დღის მადლი არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებს და ჩვენს სამშობლოს.
-თეთრ ცხენზე ამხედრებული
წმინდა გიორგი სიმართლის და გამარჯვების სიმბოლო,
ქართველი კაცის სანუკვარი იდეალების გამოხატულებად იქცა, ამიტომაცაა საქართველოს ყველა
კუთხე წმინდა გიორგის სახელზე აშენებული რამდენიმე ეკლესია-მონასტრითაა დამშვენებული.
---------------სიმღერა
საქართველოზე
Комментарии
Отправить комментарий